Главная > Uncategorized > გმირულად დაღუპული გულწრფელობა

გმირულად დაღუპული გულწრფელობა


არ არსებობს დღეს იმაზე უფრო დიდი უცნაურობა ვიდრე გულწრფელობაა,  გგონიათ  პოპულარული ტელე-გმირის დოქტორ ჰაუსის მთავარი  ექცენტრულობა  მისი ვიკოდინზე დამოკიდებულებაა ან  მიზანტროპიაა??? არა მისი ყველაზე დიდი საიდუმლო  გულწრფელობა რომელიც კაპიტალიზმში(აუ რა ვქნა ამ ტერმინებს ვერ ვშორდები:) )  სიგიჟედ მოჩანს, სიგიჟედ რომელმაც ჰაუსს უდიდესი პოპულარულობა და რაც მთავარია უდიდესი ფინანსური მოგება მოუტანა.

ადრე,  იმ ბედნიერ დროს როდესაც ევროპული განმანათლებლობა ფეხს იდგამდა, გულუბრყვილოდ სჯეროდათ პრინციპულ გერმანელ და ფრანგ ძიებს  სისტემის რომელიც უსამართლო იყო დროთა განმავლობაში შეიცვლებოდა ახალით უფრო უკეთესით, გგონიათ მარქსმა ის დაწერა რომ კაპიტალიზმი ცუდი სისტემაა??? არა მან უბრალოდ პირველად დააყენა დღის წესრიგში ფაქტი იმის რომ ნებისმიერი სისტემას  ისტორიულია ანუ  აქვს დასაწყისი და დასასრული და რაც მთავარია სისტემა რომელიც დროთა განმავლობაში საჭიროებს კრიზისს რომლის დროსაც ხალხის დიდი ნაწილი ღარიბდება და მცირე ნაწილი მდიდრდება უსამართლოა და ის უნდა შეიცვალოს ახლით.

ძალიან დიდი ხანი საზრდოობდა ინტელექტუალური ელიტა მარქსის და ენგელსის მიერ დაწერილი წიგნებით, ყველაფერი კარგად იყო სანამ არ აღმოჩნდა რომ კაპიტალიზმი იცვლება და გაცილებით უფრო საშიშია ვიდრე ეს თავად მის ყველაზე დიდ კრიტიკოსებს ეგონათ, კაპიტალიზმი ყველაფერს, აი ყველაფერს რაც მის წინააღმდეგ არის მიმართული გადააქცევს პროდუქტად, რომელიც არათუ აზიანებს სისტემას არამედ კვებავს მას. ამიტომაც არის რომ ჩე გევარად მაისურები და საერთოდ გლამურული ჩე ბოროტებაა, ჩე  მის  მაისურიან ხალხს სამწუხაროდ არცთუ მთლად რომანტიულად მოექცეოდა.

დღეს ჩემს თაობაშ  ბევრს ჰგონია რომ სექსუალური რევოლუცია დასავლური კაპიტალისტური სამყაროს პირდაპირი პირმშოა არადა თავად ტერმინის ავტორი ვილხემ რაიხი მარქსისტი იყო და ნაწარმოები 1920 იანი წლების საბჭოთა კავშირში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ აღფრთოვანებულმა დაწერა, მაგრამ სტალინურმა თერმიდორმა გაანადგურა ჯერ 20 იანი წლების საბჭოური თავისუფლება და შემდეგ 60 იან წლებში ახალგაზრობის რევოლუციური ცვლილებების მოთხოვნა დასრულდა იმით რომ დღეს სექსი ყველაზე დიდი ბიზნესია, იმდენად დიდი რომ მისი შემოსავალი აღემატება ძალიან ბევრი კარგი ქვეყნის შემოსავალს.

ახლა გულწრფელობის დრო მოვიდა, იმის შემდეგ რაც კაპიტალიზმმა გადაყლაპა სექსი, რადიკალიზმი, ჩე გევარა და საქონელად აქცია ახლა გულწრფელობის დროც მოვიდა.

ხშირად მიფიქრია იმაზე თუ რატომ ნებისმიერ ჩემს მეგობარს როდესაც ვეკითხები თუ რას აკეთებს სამსახურში ამას მოჰყვება ხოლმე წუწუნი იმაზე რომ ძალიან დაკავებულია და დრო არ რჩება არაფრისთვის,  მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი რბილად რომ ვთქვა საკმაოდ თავისუფალია სამსახურში, პასუხი მარტივია ეს კითხვა

—რას აკეთებ სამსახურში??? ბევრი გაქვს საქმე???

რეალურად მათთვის ჟღერს როგორც:

—როგორ აკეთებ შენს საქმეს??? როგორი პროფესიონალი ხარ???

ამაზე პასუხი კი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, მე ძალიან დაკავებული ვარ და ძალიან მაგარი ვარ, რადგანაც შეიძლება არასწორმა პასუხმა არასწორ ადამიანთან  გამოიწვიოს ის რომ ეს ინფო მიუვიდეს ხელმძღვანელს და  დაფიქრდეს უფრო დაკავებული კადრის მოძიებაზე. საქართველოში ხომ მით უმეტეს ხელმძღვანელ თანამდებობზე ხალხია რომელთა ერთადერთი რეალური ღირსება ან უბრალოდ უცხოური დიპლომია ან  კიდევ რომელიმე ჩინოვნიკთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობა ეს კი არაცნობიერად მაინც მოქმედებს თავად ამ ხელმძღავნელთა განწყობილებაზე, მათთვის მთავარია არა მუშაობა არამედ ილუზია იმის რომ რაღაც კეთდება. რადგანაც კარგად დადგმული ილუზიაც იყიდება და ბევრად უფრო კარგად ვიდრე რეალობა.

რამდენიმე წლის წინ  რუსთავი ორის ჟურნალისტი ვიყავი, ჩემი უფროსი აკაკი გოგიჩაიშვილი ჩემთვის მაშინ აუხსნელი მიზეზების გამო გადამეკიდა, კარგად მახსოვს მთელი დღე ჩემი კრიტიკით იყო დაკავებული, თან რამდენად კარგი ჟურნალისტია კაკო იმდენად უხეირო მენეჯერია, შედეგად  იმდენად საშინლად უტაქტოდ მაკრიტიკებდა რომ მჯეც ვპასუხობდი და საბოლოოდ ყველაფერი მივიდა იქამდე რომ წამოვედი სამსახურიდან, არადა მიზეზი იცით რა იყო??? მე არ ვიტყუებოდი იმას რომ დღეში სამ საათზე მეტი საქმე არ მქონდა, ეს კი კაკოს არ მოსწონდა.. კარგად მახსოვს ჩემი თანამშრომელი ხშირად მოდიოდა ჩასისხლიანებული სახით და იძახდა აუ კიდევ ერთხელ გავათენე ღამე მუშაობაშიო, ამაზე კაკო მე გადმომხედავდა და მეუბნებოდა ქობულაძე შეხედე როგორ უნდა მუშაობაო, წამოსვლის დღეს კარგად მახსოვს დავითვალე და აღმოჩნდა რომ მე საშუალოდ ვაკეთებდი 2 უფრო მეტს ვიდრე სხვები და 4 ჯერ მეტს ის სანიმუშო თანამშრომელი:)

არ გეგონოთ იმას ვამბობ რომ მე კარგი ტიპი ვარ და არ ვიტყუები თქო, ჩემს ისტორიაში უპრიანი იქნებოდა დამემატებინა რომ მე მაშინ უბრალოდ თვალმაქცობა არ შემეძლო თქო მაგრამ ეს ფაქტს არ ცვლის, დღევანდელ სისტემას გულწრფელი ხალხი არ სჭირდება და თუ სჭირდება მხოლოდ ტელევიზორში:)

Реклама
  1. Комментариев нет.
  1. No trackbacks yet.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s

%d такие блоггеры, как: