Главная > Uncategorized > 5 საძულველი სტერეოტიპი

5 საძულველი სტერეოტიპი


1. რატომ იქცევიან ქალები ბიჭებთან თითქოს ბავშვები არიან???რაც მთავარია რატომ ითხოვენ რომ ბიჭებმა მათ ასე მოექცნენ??

არ შეიძლება ნორმალური სიმართლეზე აგებული ურთიერთობა არსებობდეს??? მოტყუების გარეშე, არა მესმის რომ თავიდან საუკეთესო მხარეები უნდა გამოაჩინო  მაინც კაპიტალიზმია და რეკლამის გარეშე არაფერი იყიდება და ადამიანი როგორ გაიყიდება ისე ,   მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ მიაჩნიათ გოგოებსაც და ასევე ბიჭებს რომ ეს საკაიფოა,წარმოიდგინეთ სიტუაცია  როდესაც  გიწევს მოსმენა თუ  როგორ საუბრობენ ხოლმე ასე  წყვილები.  როგორ ჟღურტულებენ ერთმანეთში. გგონიათ  ეს საკაიფოა აბა ერთი იმ ადამიანი  მოკითხეთ  აზრი რომელიც გისმენთ??? მით უმეტეს თუ იცი რომ გოგო დაშორებიდან ერთ წუთში უკვე  ”ჰიტლერია კაბით”.

2. რატომ აკეთებენ ადამიანი რაიმე საქციელს იმიტომ რომ ასეა მოითხოვს მათი სტატუსი???

რატომ გგონიათ რომ როდესაც დაწინაურდები აუცილებლად საჭიროა სხვანაირი ცხოვრება დაიწყო და საკუთარი თავი მოატყუო?? რა საჭიროა??? განა უფრო მარტივი არ იქნება იცხოვრო ისე როგორც გინდა შენი სოციალური სტატუსისდა მიუხედავად??? მაგ ჩემი ერთი ძმაკაცი რაც წარმატებული ბიუროკრატი გახდა დაიწყო ბირჟაობა ისეთ მუდაკებთან რომ მათთან გატარებული 15 წუთი საკმარისია იმისთვის რომ ბასრი საგნების ძებნა დაიწყო მათ დასახოცავად ან მით უკეთესი თავის მოსაკლავად. წარმოიდგინეთ სიტუაცია როდესაც 5 ზრდასრული და წარმატებული ადამიანი 25 წყთუ  უყვება ერთმანეთს თუ რომელ მინისტრს ჩამოართვეს ხელი ან რომელ მღვდელ ემთხვიეს???  განა ასე როგორ უნდა გძულდეს საკუთარი თავი რომ საკუთარი თავის ასოცირება მუდამ სხვასთან გინდოდეს??? აი ესეც არ მესმის. ამიტომაც არის შემდეგ ამდენი ფსიქოლოგიური პრობლემები, ადამიანი ძალიან მძიმედ იცვლება და ისიც თუ იცვლება ძალიან უმნიშვნელოდ.

3. რატომ  ცდილობს ყველა იყოს ცინიკოსი???

ო.კ გავიგეთ  ექიმი ჰაუსი ცინიკოსია, ასევე კიდევ ათობით სერიალის გმირები, მით უმეტეს ჰაუსის გამოსვლის შემდეგ მაგრამ დარწმუნებული ხართ რომ ეს ყველას შეუძლია??? განა ცინიზმს მინიმუმ განათლება არ სჭირდება რომ მახვილგონივრულად უკბინო ადამიანს??? ან რატომ გგონიათ რომ ცინიზმი არის გამორჩეულობა, მით უმეტეს ეს სასაცილოა როდესაც ამას აკეთებენ წარმატებული და ზედმეტად ახალგაზრდები ცხოვრებისეული გამოცდიელების არ მქონე ხალხი, ეგებ იმაზეც დაფიქრდით  იგივე ჰაუსის ცინიზმი სხვა არაფერია თუ  არა სიმართლე, პოსტმოდერნისტულ  პოლიტკორექტულ სამყაროში  არ  არის მიღებული საუბარი, ყველაფრის რაც თავში მოგივა და ამ ფონზე ჰაუსი ნამდვილი რევოლუციონერია, მაგრამ საქართველოში??? კარგით რა…ალაჰის და სხვა არარსებული ღმერთების წყალობით ჯერჯერობით ეს პრობლემა არ არსებობს,  ისე ცინიზმი ცუდი ცხოვრებიდან გამომდინარეობს და არა იმიდან რომ ერთ დღეს დილით მარცხენა ფეხზე დამდგარი აღმოაჩენ რომ თითქოს ცინიკოსი ხარ.

4. ყველა განსხვავებული ლიბერალია..

ეს ბოლო დროის მოდური ტენდენციაა, მეც მაგალითად ჩემი დიდი ხნის მეგობარი ლიბერალს მეძახის იმიტომ რომ არ ვარ სტალინისტი, მისგან გასაგებია იცის ჩემი დამოკიდებულება  და მაღიზიანევს მაგრამ ეგებ იმ  ხალხნო ვისაც თავი ლიბერალი ჰგონია  და იმათმაც ვისაც აბრალებთ ხოლმე გაარკვიოთ  რა არის ეს ტერმინი??? ლიბერალებობა არ ნიშნავს ხოლმე ყველაფერს რაც არ არის ისეთი როგორიც საზოგადეობაშია, ანუ უცხოს ან ახალს, ასეთი ლოგიკით ნებისმიერი კანიბალი ლიბერალია იმიტომ რომ აკეთებს მიუღებელს, მით ემეტეს რატომ გგონიათ რომ ლიბერალიზმის არის ერთადერთი და ამოსავალი წერტილი, მრავალი სახელმწიფო არსებობს სადაც ქართული გაგების ლიბერალი ხელისუფლებაში არანაკლები და გაცილებიტ უფრო კონსერვატორები ყოფილა  ვიდრე  ჩვენი ახლანდელი  საზოგადეობაა.

5. ეკლესიაში სიბინძურე   არ მომწონს მაგრამ პატრიარქია კარგი კაცი. ხელისუფლება ებრძვის ეკლესიას და ასე შემდეგ.

არასოდეს აი არასოდეს ისე ძლიერი არ ყოფილა ეკლესია როგორიც ახლა არის(ბოლო პერიოდის ისტორიაზე ვსაურბობ, თორემ ბნელ პერიოდებში ბუნებრივია სხვა სიტუაცია იყო), აქვს მისი დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, ჰყავს მდიდარი და გავლენიანი მრევლი, ყველა პოლიტიკოსი მინიმუმ ერთხელ მაიც არის ნამთხვევი(არ ვიცი სწორი ფორმაა თუ არა მაგრამ მომეწონა)  ეკლესიის ლიდერის წინაშე , გვერდში უდგად  გავლენიანი უცხოელი მეგობრები რომლებიც თუ ბოროტ ენებს დავუჯერებთ აფინანსებენ ხოლმე. ამ დროს კი რა ხდება ქვეყანაში სადაც ამდენი ღარიბია საშუალო სტატისტური მღვდელი  ”საკაიფო” ჯიპით მოძრაობს და საუკეთესო რეალისტური ტრადიციებიდან გამომდინარე  მათხოვრის დანახვისას  თვალს აცილებს სინამდვილეს.  თვალს აცილებს ადამიანებს  რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა მათში მაინც ხედავს ადამიანს რომელმაც უნდა დაეხმაროს და გაიზიაროს მისი გაჭირვება, არ ვიცი მე არ მჯერა რომ უკეთესი ეკლესია არსებობს, ის იყო და არის და იქნება  რეაქციის, რეგრესის და ყველაფერი ცუდის ასოციაცია ჩემთვის მაგრამ  ვისაც გჯერათ რომ ეს ასე არ არის, რატომ ხმას არ იღებთ, რატომ იცავთ ამ ყველაფერს, ნუთუ გირჩევნიათ სიცრუეში იცხოვროთ ??? ან ეს რა არის ხშირად მომისმენია რომ პატრიარქი კარგი ადამიანია და რა ქნას ვერ აკონტროლებს ამ სიბნელესო, ეს იცით რას მაგონებს??? სტალინმა არ იცის რას გვიშვებიანო, ეს იყო ხოლმე იმ გულწრფელი კომუნისტი და არაკომუნისტი  ხალხის აზრი რომლებიც გულაგის გზას გაუდგნებოდნენ მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ხალხთა ბელადმა იცოდა ის საშინელება რასაც პროგრესის სახელით სჩადიოდნენ მისი დამქაშები,  მაგრამ ვაი რომ  იცოდა, სხვაგვარად შეუძლებელია ყოფილიყო, ასეა ჩვენთანაც.

Реклама
Рубрики:Uncategorized
  1. Май 16, 2010 в 1:37 дп

    საერთოდ, რატომ იქცევიან ქალები კაცებთან ისე, როგორც იქცევიან? ზუსტად არ ვიცი, როგორ ავხსნა, უბრალოდ, ბევრი ქალი მიშლის ნერვებს; კაცებიც არ აკლებენ და ისე სულელურად გამოიყურებიან, გული აგერევა. მე ჯერ ერთი წყვილი არ მინახავს, ადამიანურად საუბრობდეს ერთმანეთში.

    ცინიზმი ყოველთვის მოდაშია, იმიტომ, რომ ცინიკოსები კომპლექსიანი და მარტოსული ხალხია, რომლებიც თავდასაცავად თავდასხმას იყენებენ (თუ როგორც არის).

    მგონი, მალე ადამიანების დახოცვა შემოვა მოდაში და იტყვიან, რა მოხდა, ისინი ლიბერალები არიან და უმრავლესობას, უბრალოდ, მათი არ ესმისო ან რაღაც ამდაგვარი. Holy crap!

    რაც უნდა თქვა, სტალინს იმაზე უარესი არაფერი გაუკეთებია, რასად დღევანდელი დემოკრატი პრეზიდენტ/პრემიერები აკეთებენ.

    • Май 16, 2010 в 11:14 пп

      საერთოდ, რატომ იქცევიან ქალები კაცებთან ისე, როგორც იქცევიან? ზუსტად არ ვიცი, როგორ ავხსნა, უბრალოდ, ბევრი ქალი მიშლის ნერვებს; კაცებიც არ აკლებენ და ისე სულელურად გამოიყურებიან, გული აგერევა. მე ჯერ ერთი წყვილი არ მინახავს, ადამიანურად საუბრობდეს ერთმანეთში.

      ხო მეც სწორედ ეს მაკვირვებს ხოლმე, რატომ არის მოთხოვნილება რომ აუცილებლად ტუილზე და რეკლამაზე იყოს აგებული ურთიერთობა….

      რაც უნდა თქვა, სტალინს იმაზე უარესი არაფერი გაუკეთებია, რასად დღევანდელი დემოკრატი პრეზიდენტ/პრემიერები აკეთებენ.

      ხო ოღონდ ამას ახლა დემოკრატიის გავრცელება ეწოდება და არავინ აკრიტიკებს…

  2. Май 28, 2010 в 5:59 пп

    es blogi momewona, ubralod axla unda gaviqce da aucileblad davbrundebi 🙂

  3. Июль 15, 2010 в 1:16 пп

    ხო, კიდე ის დაგავიწყდა რომ ეკლესია გადასახადებისგან თვისუფალია, რამდენჯერმე მღვდელობაზეც კი დავფიქრდი რომ დავინახე შავ toyota hillux-ზე მჯდარი მამაო. ხელისუფლება კიდე ეკლესიას კი არ ებრძვის მისი მეშვეობით ხალხის მართვას ცდილობს… საერთოდ რელიგია ყველაზე ძლიერი იარაღია ხალხის სამართავად.

    • Июль 18, 2010 в 4:08 пп

      ნუ ეს ისედაც იგულისხმება 🙂 მართალი ხარ…

  4. Июль 18, 2010 в 6:09 пп

    მით უმეტეს თუ იცი რომ გოგო დაშორებიდან ერთ წუთში უკვე ”ჰიტლერია კაბით”. აი საღოოოოლ… ეს მომეწონა.

  1. No trackbacks yet.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s

%d такие блоггеры, как: