გმირულად დაღუპული გულწრფელობა


არ არსებობს დღეს იმაზე უფრო დიდი უცნაურობა ვიდრე გულწრფელობაა,  გგონიათ  პოპულარული ტელე-გმირის დოქტორ ჰაუსის მთავარი  ექცენტრულობა  მისი ვიკოდინზე დამოკიდებულებაა ან  მიზანტროპიაა??? არა მისი ყველაზე დიდი საიდუმლო  გულწრფელობა რომელიც კაპიტალიზმში(აუ რა ვქნა ამ ტერმინებს ვერ ვშორდები:) )  სიგიჟედ მოჩანს, სიგიჟედ რომელმაც ჰაუსს უდიდესი პოპულარულობა და რაც მთავარია უდიდესი ფინანსური მოგება მოუტანა.

ადრე,  იმ ბედნიერ დროს როდესაც ევროპული განმანათლებლობა ფეხს იდგამდა, გულუბრყვილოდ სჯეროდათ პრინციპულ გერმანელ და ფრანგ ძიებს  სისტემის რომელიც უსამართლო იყო დროთა განმავლობაში შეიცვლებოდა ახალით უფრო უკეთესით, გგონიათ მარქსმა ის დაწერა რომ კაპიტალიზმი ცუდი სისტემაა??? არა მან უბრალოდ პირველად დააყენა დღის წესრიგში ფაქტი იმის რომ ნებისმიერი სისტემას  ისტორიულია ანუ  აქვს დასაწყისი და დასასრული და რაც მთავარია სისტემა რომელიც დროთა განმავლობაში საჭიროებს კრიზისს რომლის დროსაც ხალხის დიდი ნაწილი ღარიბდება და მცირე ნაწილი მდიდრდება უსამართლოა და ის უნდა შეიცვალოს ახლით.

ძალიან დიდი ხანი საზრდოობდა ინტელექტუალური ელიტა მარქსის და ენგელსის მიერ დაწერილი წიგნებით, ყველაფერი კარგად იყო სანამ არ აღმოჩნდა რომ კაპიტალიზმი იცვლება და გაცილებით უფრო საშიშია ვიდრე ეს თავად მის ყველაზე დიდ კრიტიკოსებს ეგონათ, კაპიტალიზმი ყველაფერს, აი ყველაფერს რაც მის წინააღმდეგ არის მიმართული გადააქცევს პროდუქტად, რომელიც არათუ აზიანებს სისტემას არამედ კვებავს მას. ამიტომაც არის რომ ჩე გევარად მაისურები და საერთოდ გლამურული ჩე ბოროტებაა, ჩე  მის  მაისურიან ხალხს სამწუხაროდ არცთუ მთლად რომანტიულად მოექცეოდა.

დღეს ჩემს თაობაშ  ბევრს ჰგონია რომ სექსუალური რევოლუცია დასავლური კაპიტალისტური სამყაროს პირდაპირი პირმშოა არადა თავად ტერმინის ავტორი ვილხემ რაიხი მარქსისტი იყო და ნაწარმოები 1920 იანი წლების საბჭოთა კავშირში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ აღფრთოვანებულმა დაწერა, მაგრამ სტალინურმა თერმიდორმა გაანადგურა ჯერ 20 იანი წლების საბჭოური თავისუფლება და შემდეგ 60 იან წლებში ახალგაზრობის რევოლუციური ცვლილებების მოთხოვნა დასრულდა იმით რომ დღეს სექსი ყველაზე დიდი ბიზნესია, იმდენად დიდი რომ მისი შემოსავალი აღემატება ძალიან ბევრი კარგი ქვეყნის შემოსავალს.

ახლა გულწრფელობის დრო მოვიდა, იმის შემდეგ რაც კაპიტალიზმმა გადაყლაპა სექსი, რადიკალიზმი, ჩე გევარა და საქონელად აქცია ახლა გულწრფელობის დროც მოვიდა.

ხშირად მიფიქრია იმაზე თუ რატომ ნებისმიერ ჩემს მეგობარს როდესაც ვეკითხები თუ რას აკეთებს სამსახურში ამას მოჰყვება ხოლმე წუწუნი იმაზე რომ ძალიან დაკავებულია და დრო არ რჩება არაფრისთვის,  მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი რბილად რომ ვთქვა საკმაოდ თავისუფალია სამსახურში, პასუხი მარტივია ეს კითხვა

—რას აკეთებ სამსახურში??? ბევრი გაქვს საქმე???

რეალურად მათთვის ჟღერს როგორც:

—როგორ აკეთებ შენს საქმეს??? როგორი პროფესიონალი ხარ???

ამაზე პასუხი კი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, მე ძალიან დაკავებული ვარ და ძალიან მაგარი ვარ, რადგანაც შეიძლება არასწორმა პასუხმა არასწორ ადამიანთან  გამოიწვიოს ის რომ ეს ინფო მიუვიდეს ხელმძღვანელს და  დაფიქრდეს უფრო დაკავებული კადრის მოძიებაზე. საქართველოში ხომ მით უმეტეს ხელმძღვანელ თანამდებობზე ხალხია რომელთა ერთადერთი რეალური ღირსება ან უბრალოდ უცხოური დიპლომია ან  კიდევ რომელიმე ჩინოვნიკთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობა ეს კი არაცნობიერად მაინც მოქმედებს თავად ამ ხელმძღავნელთა განწყობილებაზე, მათთვის მთავარია არა მუშაობა არამედ ილუზია იმის რომ რაღაც კეთდება. რადგანაც კარგად დადგმული ილუზიაც იყიდება და ბევრად უფრო კარგად ვიდრე რეალობა.

რამდენიმე წლის წინ  რუსთავი ორის ჟურნალისტი ვიყავი, ჩემი უფროსი აკაკი გოგიჩაიშვილი ჩემთვის მაშინ აუხსნელი მიზეზების გამო გადამეკიდა, კარგად მახსოვს მთელი დღე ჩემი კრიტიკით იყო დაკავებული, თან რამდენად კარგი ჟურნალისტია კაკო იმდენად უხეირო მენეჯერია, შედეგად  იმდენად საშინლად უტაქტოდ მაკრიტიკებდა რომ მჯეც ვპასუხობდი და საბოლოოდ ყველაფერი მივიდა იქამდე რომ წამოვედი სამსახურიდან, არადა მიზეზი იცით რა იყო??? მე არ ვიტყუებოდი იმას რომ დღეში სამ საათზე მეტი საქმე არ მქონდა, ეს კი კაკოს არ მოსწონდა.. კარგად მახსოვს ჩემი თანამშრომელი ხშირად მოდიოდა ჩასისხლიანებული სახით და იძახდა აუ კიდევ ერთხელ გავათენე ღამე მუშაობაშიო, ამაზე კაკო მე გადმომხედავდა და მეუბნებოდა ქობულაძე შეხედე როგორ უნდა მუშაობაო, წამოსვლის დღეს კარგად მახსოვს დავითვალე და აღმოჩნდა რომ მე საშუალოდ ვაკეთებდი 2 უფრო მეტს ვიდრე სხვები და 4 ჯერ მეტს ის სანიმუშო თანამშრომელი:)

არ გეგონოთ იმას ვამბობ რომ მე კარგი ტიპი ვარ და არ ვიტყუები თქო, ჩემს ისტორიაში უპრიანი იქნებოდა დამემატებინა რომ მე მაშინ უბრალოდ თვალმაქცობა არ შემეძლო თქო მაგრამ ეს ფაქტს არ ცვლის, დღევანდელ სისტემას გულწრფელი ხალხი არ სჭირდება და თუ სჭირდება მხოლოდ ტელევიზორში:)

Реклама

სამი რამ რაც უნდაა გააკეთო ცხოვრების ბოლომდე


ყველას თუ არა დიდ ნაწილს მაინც უნდა გაგვეგოს თუ რა არის სამი რამ რაც წესიერმა კაცმა უნდა გააკეთოს ცხოვრების ბოლომდე, მაგრამ ჟამთა ულმობელმა სვლამ და ჩვენმა რეალობამ შეცვალა ყველაფერი ახლა იმისთვის რათა პროგრესულმა ადამიანმა სიცოცხლის ბოლოს მისია შესრულებულად ჩათვალო უნდა გააკეთო:

მოკლედ აქ არის კრებსითი ჩამონათვალი რომელიც დღევანდელ საქართველოში მუსირებს: ჩემი მხოლოდ მესამე იდეაა:)

1. ერთხელ მაინც გქონდეს სექსი ქალიშვილთან.

2.დარგო ხე

3. ააფეთქო ერთი ეკლესია მაინც

ჩემს შესახებ


ბოლო დროს მოდაშია პროფაილების გაკეთება აქაოდა ქუჩაში რომ შემხვდეთო და ვერ მიცნოთოს პონტში გამიტყდებაო  და მეც გავაკეთებ არაფერი დაშავდება.

მე ნიკუშა მარქსი ვარ(ნიკა ქობულაძე) თითქმის 25 წლის, პოლიტიკაში ჩარჩენილი, მაინტერესებს ისეთი თემები რომლებიც ან ჩემზე რამდენჯერმე უფროსს ხალხს ადარდებს  ან ისეთებს რომლებიც ჩემს ასაკში უკვე ჩამოყალიბებული ბიძებია,  აი ისინი ბანკებში რომ იჩითებიან ჭკვიანი სახეებით და ჯაზ ფესტივალებზე მანჰეტენ ტრანსფერის ფანობენ (ტრანსფერს არაფერს ვერჩი მაგრამ არ მჯერა რომ ყველა ****ს შეიძლება მოეწონოს)

ვირტუალური სივრცის მეგობრებისთვის ექტრემისტი ვარ რომელიც ეთაყვანება ჩე გევარას, ფიდელ კასტროს  და  სხვა რადიკალებს   ხოლო რეალური მეგობრებისთვის პოლიტიკაში ჩარჩენილი უსაქმური(უსაქმურს კატეგორიულად არ ვეთანხმები). მშობლებისთვის ნიჭიერი რომელიც არ იყენებს ნიჭს და «რომელიც მათ ასაკში ინანებს» ხოლო ყოფილებისთვის «ჭკვიანი, მხიარული, საყვარელი(ვერ ვიტან ამას) და ცივი, ეგოისტი, ცინიკოსი, უსაქმური,ძალიან დაკავებული» და ტაკ დალეე, გააჩნია დაშორების მიზეზს.

მიყვარს კომპიუტერული თამაშები და არც ვუარყოფ, მის დროზე კარგად მახსოვს საკაიფო სექსი გავცვალე ქსელურ თამაშზე და ამ საეჭვო წარმატებით დღემდე უზომოთ ამაყი ვარ:) გარდა ამისა განსხვავებით ჩემნაირი «ინტელიგენტებისგან»(ბებიაჩემის ტერმინოლოგიით) მიყვარს ფეხბურთი არამარტო ჩემპიონთა ლიგის ფინალის ან მსოფლიო ჩემპიონატის დროს არამედ ყველა სხვა დროს და საეჭვო წარმატებებებში იმითაც დავიკვეხნი რომ ინგლისის კოკა კოლას ლიგის გუნდების სასტავებიც ვიცი:)

ნუ ლიტერატურა რომ მიყვარს ეს ისედაც ჯდება ჩემნაირი ტიპების სტერეოტიპში, განსაკუთრებით ფანტასტიკა. მუსიკაც და ისიც რომ მუსიკაში ვუსმენ როკს განსაკუთრებით ინდუსტრიულს და კიდევ დეფ/ბლექ  მეტალს.

გარეგნულად ორი უკიდურესობა ვარ პირველი ეს არის მსუქანი ტიპი რომელსაც ვერ ვიტან გულწრფელად და თუ ვინმეს მიაჩნია რომ მსუქანი ხალხი და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპები მე შემეფერება(კეთილი,დებილი, მხიარული, დამთმობი, მოკლედ ბულკი რა) მწარედ ცდება, მეორე კი როგორც წესი უფრო ზდაროვი ტიპია და ეს უფრო ახლოს არის ჩემს პიროვნებასთან, მთელი ჩემი ცხოვრება ამ ორ უკიდურესობას შორის ლავირებაა, ამჟამად მივდივარ ჩემს საყვარელ მხარესთან, იმედია სექტემბრის ბოლომდე დავუბრუნდები ფორმას.

მოკლედ დაახლოებით ასეთი ვიქნები სექტემბერში და არა ზემოთ რომ სურათში ჩაცმული სმოკინგიანი ზდარავიაკი:)

ინტელექტ-კლუბის წევრი ვარ დიდი ხანია მაგრამ გული მიგრძნობს მალე დავანებებ თავს, ალბათ იმიტომ რომ ვისთანაც ერთად ვთამაშობ ყველას კარიერულმა(ჩეგეკური კარიერა) წინსვლა დააინტერესა და ჩემი ცოდნა რევოლუციური ორგანიზაციების და მემარცხენე ფილოსოფოსების აშკარად აღარ არის საკმარისი.

ვარ არამექალთანე(ვაღიარებ) მაგრამ მიუხედავად ამისა რეტროსპექტრულად რომ გადავხედო საკმაოდ  ლამაზი გოგოები თუ ქალები ყოფილა ჩემს გვერდით, ბევრი არა მაგრამ იმაზე მეტი ვიდრე სხვა «ინწელექტუალებთან», მოკლედ სუსტები, მაღლები(>175 სმ) და სლავური გარეგნობით ჩემი აქილევსის ქუსლია. ისევე როგორც ყველას მაგრამ ჩემი განსაკუთრებით:)

კაროჩე ასეთი ვარ ანტირელიგიური, პრინციპული, ეგოისტი, ცუდი ცხოვრებიდან გაცინიკოსებული, მეგობრული და რაც მთავარია პოლიტიკაში ჩარჩენილი.

Рубрики:Uncategorized

5 საძულველი სტერეოტიპი


1. რატომ იქცევიან ქალები ბიჭებთან თითქოს ბავშვები არიან???რაც მთავარია რატომ ითხოვენ რომ ბიჭებმა მათ ასე მოექცნენ??

არ შეიძლება ნორმალური სიმართლეზე აგებული ურთიერთობა არსებობდეს??? მოტყუების გარეშე, არა მესმის რომ თავიდან საუკეთესო მხარეები უნდა გამოაჩინო  მაინც კაპიტალიზმია და რეკლამის გარეშე არაფერი იყიდება და ადამიანი როგორ გაიყიდება ისე ,   მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ მიაჩნიათ გოგოებსაც და ასევე ბიჭებს რომ ეს საკაიფოა,წარმოიდგინეთ სიტუაცია  როდესაც  გიწევს მოსმენა თუ  როგორ საუბრობენ ხოლმე ასე  წყვილები.  როგორ ჟღურტულებენ ერთმანეთში. გგონიათ  ეს საკაიფოა აბა ერთი იმ ადამიანი  მოკითხეთ  აზრი რომელიც გისმენთ??? მით უმეტეს თუ იცი რომ გოგო დაშორებიდან ერთ წუთში უკვე  ”ჰიტლერია კაბით”.

2. რატომ აკეთებენ ადამიანი რაიმე საქციელს იმიტომ რომ ასეა მოითხოვს მათი სტატუსი???

რატომ გგონიათ რომ როდესაც დაწინაურდები აუცილებლად საჭიროა სხვანაირი ცხოვრება დაიწყო და საკუთარი თავი მოატყუო?? რა საჭიროა??? განა უფრო მარტივი არ იქნება იცხოვრო ისე როგორც გინდა შენი სოციალური სტატუსისდა მიუხედავად??? მაგ ჩემი ერთი ძმაკაცი რაც წარმატებული ბიუროკრატი გახდა დაიწყო ბირჟაობა ისეთ მუდაკებთან რომ მათთან გატარებული 15 წუთი საკმარისია იმისთვის რომ ბასრი საგნების ძებნა დაიწყო მათ დასახოცავად ან მით უკეთესი თავის მოსაკლავად. წარმოიდგინეთ სიტუაცია როდესაც 5 ზრდასრული და წარმატებული ადამიანი 25 წყთუ  უყვება ერთმანეთს თუ რომელ მინისტრს ჩამოართვეს ხელი ან რომელ მღვდელ ემთხვიეს???  განა ასე როგორ უნდა გძულდეს საკუთარი თავი რომ საკუთარი თავის ასოცირება მუდამ სხვასთან გინდოდეს??? აი ესეც არ მესმის. ამიტომაც არის შემდეგ ამდენი ფსიქოლოგიური პრობლემები, ადამიანი ძალიან მძიმედ იცვლება და ისიც თუ იცვლება ძალიან უმნიშვნელოდ.

3. რატომ  ცდილობს ყველა იყოს ცინიკოსი???

ო.კ გავიგეთ  ექიმი ჰაუსი ცინიკოსია, ასევე კიდევ ათობით სერიალის გმირები, მით უმეტეს ჰაუსის გამოსვლის შემდეგ მაგრამ დარწმუნებული ხართ რომ ეს ყველას შეუძლია??? განა ცინიზმს მინიმუმ განათლება არ სჭირდება რომ მახვილგონივრულად უკბინო ადამიანს??? ან რატომ გგონიათ რომ ცინიზმი არის გამორჩეულობა, მით უმეტეს ეს სასაცილოა როდესაც ამას აკეთებენ წარმატებული და ზედმეტად ახალგაზრდები ცხოვრებისეული გამოცდიელების არ მქონე ხალხი, ეგებ იმაზეც დაფიქრდით  იგივე ჰაუსის ცინიზმი სხვა არაფერია თუ  არა სიმართლე, პოსტმოდერნისტულ  პოლიტკორექტულ სამყაროში  არ  არის მიღებული საუბარი, ყველაფრის რაც თავში მოგივა და ამ ფონზე ჰაუსი ნამდვილი რევოლუციონერია, მაგრამ საქართველოში??? კარგით რა…ალაჰის და სხვა არარსებული ღმერთების წყალობით ჯერჯერობით ეს პრობლემა არ არსებობს,  ისე ცინიზმი ცუდი ცხოვრებიდან გამომდინარეობს და არა იმიდან რომ ერთ დღეს დილით მარცხენა ფეხზე დამდგარი აღმოაჩენ რომ თითქოს ცინიკოსი ხარ.

4. ყველა განსხვავებული ლიბერალია..

ეს ბოლო დროის მოდური ტენდენციაა, მეც მაგალითად ჩემი დიდი ხნის მეგობარი ლიბერალს მეძახის იმიტომ რომ არ ვარ სტალინისტი, მისგან გასაგებია იცის ჩემი დამოკიდებულება  და მაღიზიანევს მაგრამ ეგებ იმ  ხალხნო ვისაც თავი ლიბერალი ჰგონია  და იმათმაც ვისაც აბრალებთ ხოლმე გაარკვიოთ  რა არის ეს ტერმინი??? ლიბერალებობა არ ნიშნავს ხოლმე ყველაფერს რაც არ არის ისეთი როგორიც საზოგადეობაშია, ანუ უცხოს ან ახალს, ასეთი ლოგიკით ნებისმიერი კანიბალი ლიბერალია იმიტომ რომ აკეთებს მიუღებელს, მით ემეტეს რატომ გგონიათ რომ ლიბერალიზმის არის ერთადერთი და ამოსავალი წერტილი, მრავალი სახელმწიფო არსებობს სადაც ქართული გაგების ლიბერალი ხელისუფლებაში არანაკლები და გაცილებიტ უფრო კონსერვატორები ყოფილა  ვიდრე  ჩვენი ახლანდელი  საზოგადეობაა.

5. ეკლესიაში სიბინძურე   არ მომწონს მაგრამ პატრიარქია კარგი კაცი. ხელისუფლება ებრძვის ეკლესიას და ასე შემდეგ.

არასოდეს აი არასოდეს ისე ძლიერი არ ყოფილა ეკლესია როგორიც ახლა არის(ბოლო პერიოდის ისტორიაზე ვსაურბობ, თორემ ბნელ პერიოდებში ბუნებრივია სხვა სიტუაცია იყო), აქვს მისი დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, ჰყავს მდიდარი და გავლენიანი მრევლი, ყველა პოლიტიკოსი მინიმუმ ერთხელ მაიც არის ნამთხვევი(არ ვიცი სწორი ფორმაა თუ არა მაგრამ მომეწონა)  ეკლესიის ლიდერის წინაშე , გვერდში უდგად  გავლენიანი უცხოელი მეგობრები რომლებიც თუ ბოროტ ენებს დავუჯერებთ აფინანსებენ ხოლმე. ამ დროს კი რა ხდება ქვეყანაში სადაც ამდენი ღარიბია საშუალო სტატისტური მღვდელი  ”საკაიფო” ჯიპით მოძრაობს და საუკეთესო რეალისტური ტრადიციებიდან გამომდინარე  მათხოვრის დანახვისას  თვალს აცილებს სინამდვილეს.  თვალს აცილებს ადამიანებს  რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა მათში მაინც ხედავს ადამიანს რომელმაც უნდა დაეხმაროს და გაიზიაროს მისი გაჭირვება, არ ვიცი მე არ მჯერა რომ უკეთესი ეკლესია არსებობს, ის იყო და არის და იქნება  რეაქციის, რეგრესის და ყველაფერი ცუდის ასოციაცია ჩემთვის მაგრამ  ვისაც გჯერათ რომ ეს ასე არ არის, რატომ ხმას არ იღებთ, რატომ იცავთ ამ ყველაფერს, ნუთუ გირჩევნიათ სიცრუეში იცხოვროთ ??? ან ეს რა არის ხშირად მომისმენია რომ პატრიარქი კარგი ადამიანია და რა ქნას ვერ აკონტროლებს ამ სიბნელესო, ეს იცით რას მაგონებს??? სტალინმა არ იცის რას გვიშვებიანო, ეს იყო ხოლმე იმ გულწრფელი კომუნისტი და არაკომუნისტი  ხალხის აზრი რომლებიც გულაგის გზას გაუდგნებოდნენ მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ხალხთა ბელადმა იცოდა ის საშინელება რასაც პროგრესის სახელით სჩადიოდნენ მისი დამქაშები,  მაგრამ ვაი რომ  იცოდა, სხვაგვარად შეუძლებელია ყოფილიყო, ასეა ჩვენთანაც.

Рубрики:Uncategorized

შეთქმულების თეორიები


შეთქმულების თეორიები ყველას საზოგადოებას აქვს, არ აქვს ეს მნიშვნელობა ეს პოსტ-მოდერნისტული ევროპა იქნება თუ ადრეული კაპიტალიზმის საქართველო, სხვაობა ალბათ უფრო თეორიების ხარისხში და მასშტაბურობაშია, მაგრამ დღეს ამაზე არ ვსაუბრობ დღეს საუბარი იმაზე მექნება  ეს ყველაფერი როგორ გადაიქცა  თანამედროვე მეინსტრიმების იარაღად  მისთვის არასასურველი იდეეების დისკრედიტირებისთვის.

ძალიან, აი ძალიან ბევრი ისტორიული მოვლენა თუ პროცესი შეირაცხა ადამიანების   მიერ როგორც ”Conspiracy theory». დაწყებული ბიბლიიდან დამთავრებული საქართველოში მომხდარი რევოლუციებით, თავის დროზე ასეთ მეტსახელი ჰქონდა კატინის ტრაგედიასაც.

1939 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა არამარტო მთელი კომუნისტური სამყარო ჩააგდო შოკში არამედ შოვინიზმით განთქმული პოლონეთის ბედიც მეტად ტრაგიკულად გადაწყვიტა ,  1 სექტემბერს გერმანული არმიის შეჭრისთანავე  პოლონელები   თუ ასე თუ ისე წინააღმდეგობას უწევდნენ აგრესორებს მაგრამ   აღმოსავლეთ ფრონტზე საბჭოური ჯარების გამოჩენას  ვეღარაფერი დაუპირისპირეს და პოლონეთი ორად გაიყო, აღმოსავლეთში დარჩენილი სამხედრო ნაწილები საბჭოელებმა დაატყვევეს და ერთ წელიწადში მოახდინეს ის რასაც შემდეგ კატინის ტრაგედია ეწოდა.

1940 წელს ენკავედეს ტროიკის გადაწყვეტილებით პოლონეთის არმიული ელიტა ერთ დღეში დაიხვრიტა,   ქართველი ლიბერალი ინტელექტუალების ცნობით 40-60 ათასი, ხოლო რუსთავი ორის ცნობით ნახევარი მილიონი პოლონელი დაიხვრიტა ”რუსი” სამხედროების მიერ, თავად სამხედრო არქივებში ციფრები 14

-20 ათასამდე მერყეობს. ყველაზე საინტერესო შემდეგ იწყება პირველად კატინის ტრაგედიაზე საუბარი გერმანელმა საოკუპაციო ჯარებმა დაიწყეს რომლებმაც მსოფლიოს წარუდგინეს საბჭოელების სიმხეცის მაგალითები მაგრამ ლიბერალურმა თუ კომუნისტურმა სამყარომ ეს ყველაფერი საბჭოელების გმირული ბრძოლის გამო დროებით დაივიწყა და ამას ისიც დაერთო რომ პოლონეთის მთავრობის ერთ-ერთი წევრი სიკორსკი რომელმაც მკვეთრად გააკრიტიკა საბჭოეთი ჩადენილის გამო 1943 წელს თვითმფრინავის კატასტროფაში დაიღუპა.  მრავალი წელი ეს თემა სპეკულაციების თუ მისტიფიკაციების შთაგონების წყარო  იყო სანამ ახლახანს რუსებმა ოფიციალურად არ აღიარეს საკუთარი მონაწილეობა ჩადენილ სისასტიკეში*,  მაგრამ კონსპირატორთა გულის გასახარად  კატინთან მახლობლად პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი  დაჯდომისას ხეებს წამოედო და აფეთქდა, შედეგად  პოლონეთის პრეზიდენტი მთელი კაბინეტით და პოლიტიკური ელიტით ერთ დღეში დაიღუპა,  ძველი ტრაგედიის ადგილას ერთ დღეში  ახალი კონსპირაციული თეორიაც დაიბადა.

საინტერესოა ისიც თუ რატომ იბადება კონსპირაციული თეორიებიც,  ამის მიზეზია  ე.წ პროექცია, ადამიანები რომლებიც ვერ ხსნიან ამა თუ იმ მოვლენას რაციონალური გზებით   არაცნობიერის დონეზე იწყებენ   სავარაუდო შეთქმულთა დატვირთვას საკუთარი პიროვნების ნეგატიური თუ დადებითი  თვისებებით, რაც მთავარია მაქსიმალურად გაზვიდადებულად, ალბათ ამიტომაც არის რომ შეთქმულების დიდი ნაწილს თუ დაუკვირდები ან მოუსმენ კონსპირატორებს როგორც წესი უნიჭიერესი ადამიანები არიან   ლამის ზებუნებრივი უნარებით დაჯილდოებულნი.

რაც მთავარია ადამიანი რომელიც ერთხელ დაიჯერებს რაიმე თეორიას შემდეგ მისი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელი ხდება, ნებისმიერი უარმყოფელ ფაქტს ან უბრალოდ არ ამჩნევენ ან კიდევ კონსპირატორთა სიძლიერედ მიიჩნევენ რომელიც ადასტურებს სიმართლეს,   კიდევ ერთი საინტერესო მომენტია  როდესაც კონსპირატორები აიღებენ რაიმე უმნიშვნელო მოვლენას და შემდეგ მასზე დაყრდნობით ამაგრებენ საკუთარ შეხედულებებს. მაგ ამასწინათ ვკითხულობდი სტატიას ფორუმზე სადაც ალექსანდრე დუგინის მესამეხარისხოვან ინტერვიუზე დაყრდობით ლამის კონსპირატორული რომანი იქნა დაწერილი. გადახედეთ ქართულ პრესას და ე.წ ექსპერტებს ორივე ფლანგზე როგორც სახელისუფლებო ექსპერტებში ისე მათ ოპონენტების ”ნააზრევებშიც”.

რაც მთავარია დღეს რატომღაც ვერავინ ამჩნევს როგორ გადაიქცა მეინსტრიმის იარაღად კონსპირაციული თეორიები, ოღონდ საჭიროა ზუსტად გავიგოთ მისი გამოყენების მექანიზმი.

საჭიროა ავიღოთ ჩვენთვის არასასურველი რაიმე თეზისი და როდესაც ოპონენტი ამ ფაქტს გამოიყენებს საჭიროა  ჩვენ მოვახდინოთ მისი მაქსიმალური რიდიკულიზაცია და დატვირთვა ”მასონური” ელემენტებით.  მაგ თუ ოპონენტი გვეუბნება რომ ჩვენ(მეინსტრიმი, ხელისუფლება. ასე შემდეგ) ვყიდით  სავადმყოფოებს, ამის გასანეიტრალებლად საჭიროა სასწაფოდ მოვიშველიოთ რომელიმე შავბნელი გაზეთის კონსპირატორების ციტატები და თავად დავუმატოთ რომ ჩვენ(მეინსტრიმი, ხელისუფლება და ასე შემდეგ) მასონები ვართ, პრაქტიკა აჩვენებს რომ ეს მეთოდი ამართლებს.

წლების წინ მახსოვს როდესაც ლიბერტანიანელ თამადას ბენდუქიძეს(მის ბლოგზე დაწერილს  სადღეგრძელოების გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ) ზვიადისტების ერთმა ფრთამ ბოიკოტი გამოუცხადა და დაუწყო იუდას ძახილი  აღმოვაჩინე რომ ლიბერალი სნობების დიდი ნაწილი რომლებიც გარს მეხვეოდა ნელ-ნელა ბენდუქიძისტად ქცეულიყო, ბატონმა კახამ რომელიც ნამდვილად უნიჭიერესი კაცია როგორც ჩანს კარგად მიხვდა ეს და თავადაც ღებულობდა მონაწილეობას საკუთარი მეტსახელების შერჩევაში. შედეგად დღეს ქართველ ლიბერტანიანელებს მესია ჰყავთ ხოლო საყოველთაო პრივატიზირების კრიტიკის იდეა დისკრედიტირებულია.

ბოლოს რით შეიძლება ამას ვებრძოლოთ მემარცხენეებმა??? არ ვიცი ალბათ ყველაზე ბანალური პასუხია განათლებით და პროფესიონალიზმით,  სწორედ ჩვენს იდეოლოგიაში გარკვეულობა და პროფესიული განათლება შეიძლება იყოს საიდუმლო იარაღი რათა ჩვენი პროტესტი არ გადაიქცეს მეინსტრიმის მართულ მოვლენად. ბოლოს კი მინდა შემოგთავაზოთ ბერტელ ოლმანის პატარა მარქსისტული კარირატურა.

* პუტინის თუ მედვედევის აღიარება პირველი არ ყოფილა, გორბაჩოვის დროს გამოქვეყნდა მასალები რომლებიც ადასტურებდა ამ მოვლენებს, უბრალოდ ახლა რუსეთმა ოფიციალურად აღიარა.

Рубрики:Uncategorized